სალექსო სტრიქონი. ლექსის რიტმული ეული, რომელიც შეიცავს ტერფისა და მუხლის მწკრივს, ანუ რიტმულ პერიოდს. სალექსო სტრიქონი ანუ ტაეპი ქართული ლექსის ძირითადი საყრდენია, საზომია. ტაეპის რამდენიმე სახეა წარმოდგენილი. ქართული კლასიკური ლექსის ტაეპები შეიძლება იყოს 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 18 და 20-მარცვლიანი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3