ერთი და იმავე სიტყვების, გამოთქმებისას და აზრის გამეორება. გამეორება ორგვარია: ა)პოეტური გამეორება, რომელიც დიდი ესთეტიკური და შემეცნებითი მნიშვნელობის შემცველია; ბ) საჭიროების გარეშე, მომაბეზრებელი გამეორება სიტყვებისა და აზრებისა, რომელიც მოკლებულია სისხარტეს, ემოციურობას.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3