საგანგებოდ დამუშავებული ხის (უმთავრესად წიფლის) სოკო. უძველეს დროიდანვე იყენებდნენ ცეცხლის დასანთებად. აბედის მისაღებად ნაცარწმენდილში გამოხარშულ სოკოს ნელთბილ ნაცარში ჩაფლავდნენ და გამოშუშების შემდეგ დაბეგვავდნენ. ტალკვესის ნაპერწკლით ადვილად ინთება, იწვის უალოდ.
- „ეს სააბედე სოკო ხმელ წიფელს ავაჭერო“ („ხმელი წიფელი“ ვაჟა).
- „შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი, ვითა აბედი კვესითა“ („ვეფხისტყაოსანი“ – შ. რუსთ).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3