გა გგ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გაბ გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაპ გარ გატ გაუ გაფ გაც გაწ

გარსია ლორკა ფედერიკო

(1898-1936) (ქსე) ესპანელი პოეტი და დრამატურგი. პირველი წარმატება მუსიკაში მოიპოვა. პოეზიაში დასძლია მოდერნიზმისა და ავანგარდიზმის გავლენა, დიდი ადგილი დაუთმო ფოლკლორულ მასალას პოეტიკასა და ტრადიცებს, რომელთა მეოხებით თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდრა ესპანურ კლასიკურ რეალისტურ ლიტერატურაში გ.ლ-ას შემოქმედებაში განუყოფელ ერთიანობაშია დრამატურგია, მხატვრობა და მუსიკა. ხშირად იგი თვითონვე იყო მხატვარ–დეკორატორი, კომპოზიტორი და რეჟისორი. მისი დრამატურგიული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია „მარინა პინედა“, „სასწაულმოქმედი მეწაღე ქალი“. „სისხლიანი ქორწილი“, „დონ ბერლიმბინოს სიყვარული“, „ბერნარდა ალბას სახლი.“ პროგრესული და ანტიფაშისტური განწყობილების გამო მას ფაშისტები სასტიკად გაუსწორდნენ ვერაგულად მოკლეს გრენადის ქუჩაში (1936 წ.). მისი პიესები იდგმება ქართულ სცენაზე: „სისხლიანი ქორწილი“ (1973 წ.) და „ბერნარდა ალბას სახლი“. (1976 წ. რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9