ძვ. ბერძნულ მითოლოგიაში ქვესკნელის უბნელესი ნაწილი, შაგეთი. ჰესიოდეს მიხედვით, მესამე კოსმოგონიური პრინციპი. უმძი მეს ცოდვილთა დასასჯელი: სამმაგი მწუხრით, პოსეიდონის ნაჭედი სპილენძის კედლითა და ცეცხლის მდინარით გარემოცული საიქიო. ჰომეროსთან ტ. იმდენადვეა დაშორებული დედამიწიდან, რამდენადაც ზეცა, და სიკვდილივით ბნელია. ტ. ჰადესის ქვედა სკნელია, სადაც ურანოსმა მიაჯაჭვა ციკლოპები და ასხელა გოლიათები, ტ. ქრისტიანული ტრადიციით – ჯოჯოხეთი; ეშმაკი (ტარტაროზი).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3