ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ ტყ
ტევ ტემ ტენ ტერ ტეტ ტექ

ტეტიათა მოტრფიალენი

სახალხო მწერლების ზედმეტსახელი ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში, პუბლიცისტიკაში. ტეტიას აღმ. საქ-ში, ქართლში გლეხს უწოდებენ. ვინაიდან ხალხოსნების მოღვაწეობის ასპარეზი ქართლის სოფლები იყო უპირატესად და მეორე მხრივ, მათი შემოქმედების შინაარსს ძირითადად ქმნიდა გლეხკაცობის დუხჭირი ცხოვრების აღწერა და ჩვენება, ამ ნიადაგზე ქართველ ხალხოსნებს კრიტიკოსმა ხომლელმა (რომანოზ ფანცხავა) „ტ. მ.“ უწოდა (სოფრომ მგალობლიშვილი, ანტონ ფურცელაძე, ნიკო ლომოური).
იხ. აგრეთვე: ხალხოსნობა
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9