ფილოლოგიის დარგი, რომელიც კრიტიკულად სწავლობს ლიტერატურული ძეგლებისა და ისტორიული დოკუმენტების ტექსტებს მათი მეცნიერულად გადმოცემის მიზნით. ქართული მეცნიერული რტ. განვითარდა XX ს-ის დასაწყისში (ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, აკ. შანიძე, ილ. აბულაძე, ე. მეტრეველი), 1957 წ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში შეიქმნა ტ-ის განყოფილება, ხოლო საქ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან 1962 წლიდან არსებობს „ვეფხისტყაოსნის“ აკად. ტექსტის დამდგენი კომისია და მთავარი რედაქცია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3