(1037-1910) – (ქსე) ამერიკელი მწერალი ამერიკული კლასიკური რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსი. მუშაობა ადრეული ასაკიდან ღაიწყო; იყო ასოთამწყობის შეგირდი, ლოცმანი, ოქროს მაძიებელი. ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა იუმორისტულ ნაწარმოებებს. მის შემოქმედებაში დომინირებდა რომან- ზღაპარი. გამოირჩევა ავტობიოგრაფიული შეფერილობის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „უფლისწული და მათხოვარი“. მონობის პრობლემებია დასმული რომანში „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“. ტვენს ეკუთვნის მრავალი მოთხრობა, პამფლეტი, რომანი, სტატია, ნარკვევი, ძალზე საინტერესო „ავტობიოგრაფია“. ტ. შესანიშნავი დეკლამატორი იყო, საჯაროდ კითხულობდა თავის მოთხრობებს, ლექსებს. მთელ მის შემოქმედებას ნათელ ფერად გასდევს ღრმა დემოკრატიზმი და პუმანიზმი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3