ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ ტყ
ტია ტივ ტიკ ტინ ტიპ ტირ ტიტ

ტიპი

  1. ბერძნ.
    საგნების, მოვლენების გარკვეული ჯგუფის ნიმუში: მოდელი, ფორმა
  2. ხელოვნებაში მხატვრული სახე, რომელშიც განზოგადებულია ადამიანთა გარკვეული ჯგუფის თვისებები; ტ. იტყვიან უცნაური ან უარყოფითი თვისებების მქონე ადამიანზე. (ლიტ. თეორ.) – მხატვრული ნაწარმოების გმირი რომლის სახეში მწერლის შემოქმედებითი წარმოსახვით თავმოყრილია ადამიანთა განსაზღვრული ეპოქის, ამა თუ იმ სოციალური წრისათვის დამასასიათებელი ნიშან-თვისებები. ტიპის შექმნაში დიდ როლს ასრულებს არა მარტო გარემო, არამედ მწერლის შემოქმედებითი ფანტაზია, მხატვრული გამონაგონი. ტიპში გარკვეული სოციალური ჯგუფის ძირითადი თვისებების ხასიათის, ქცევისა და განწყობილების ერთობლიობაა წარმოდგენილი. მწერალი სინამდვილის ღრმა ცოდნის ცხოვრების მახვილი დაკვირვების საფუძველზე გამოგონილ სახეში თავს უყრის ყველა დამახასიათებელ თვისებას და ქმნის „ტიპურ ხასიათებს ტიპურ გარემოში“. ლუარსაბ თათქარიძე, კაკო ყაჩაღი, გაბრო, დათიკო, სიმონა ძალაძე და სხვა ტიპები არიან, რადგან ისინი შეიცავენ ყველა იმ თვისებებს, რომლებიც გააჩნდა იმ დროს მსგავს ვითარებაში მყოფ ადამიანებს. ზოგი მათგანი დადებითი, ზოგი – უარყოფითი. ტიპი კონკრეტული ადამიანის მხატვრულად განზოგადებული სახეა, მაგრამ იგი რომელიმე ცალკეული პიროვნების, ან პიროვნებების ფოტოგრაფიული ასლი კი არაა, არამედ შევსებული, განზოგადებული სახეა. მწერალი ტიპს პოულობს ცხოვრების სინამდვილეში და ხატავს მრავლიდან ერთს, ერთიდან – ხვალინდელ მრავალს. ამ მხრივ საინტერესოა ილ. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?“-ის ერთ-ერთი ვარიანტი. როცა მგზავრი – ავტორი ილ. ჭავჭავაძე ერთ მყრალ გუბეს წააწყდა, რო-მელშმიც (როგორც მას ქართველები სამასხროდ ცხოვრებას ეძახიან) ორფეხა ცხოველები ,,ცხოვრობენ“. მგზაგრმა ერთ-ერთს ხელი წაავლო ყურზე და ნაპირზე გამოათრია. კაცი-ადამიანი აყვირდა და უსაყვედურა:„რაღა მე წამავლე ხელი, შე უღმერთოვ, ათასი სახეაა ჩემისთანა, “ – აბა უფრო მაგისთვის წაგავლე, რომ შენ ათასსა ჰგავხარ და ათასი შენა?! რაც ბევრს ემგვანება უფრო კარგია აქეთ მობრძანდი, აქეთ შენ ძვირფასი მარგალიტი ხარ“ ილიას თხზულების ეს ნაწყვეტი გვეხმარება ტიპურობის განმარტებაში. ტიპური ხასიათების, ტიპური გარემოს მაღალმხატვრულად ჩვენება მწერლისა და ნაწარმოების მაღალ ღირსებაზე მიუთითებს (ქსე) ილ. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?“ პერსონაჟი ლუარსაბ თათქარიძე რომელიც მწერალმა დახატა, როგორც მრავლის მსგავსი ნიმუში, როგორც გარკვეული სოც. წრის ადამიანთა გამოხატულება არის ტიპი რადგან ზოგადი მხოლოდ კერძოს სახით ვლინდება, ამიტომ ლიტ-ული ტიპი ერთსა და იმავე დროს ზოგადიცაა და მკვეთრად ინდივიდუალიზებულიც, ცოცხალი ადამიანური ხასიათიც.
    წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9