ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ ტყ
ტია ტივ ტიკ ტინ ტიპ ტირ ტიტ

ტიპიკონი

საეკლესიო წესების კრებული. ქრისტიანული ღვთ-ისმსახურების გარკვეული და სავალდებულო წესის შემცველი ლიტურგიული წიგნი. ტ. მღვდელმსახურთა სახელმძღვანელოა, რომელიც შეიცავს ღვთისმსახურების შესრულების წესებსა და მითითებებს უძრავ და მოძრავ დღესასწაულთა შესახებ. ამას ემატება დისციპლინური წესები მონაზონთათვის და ა, შ. ტ.-ს ბოლოში დართული აქვს პასქალური ცხრილები. საქართველოს ეკლესია X-ს-მდე პალესტინურ ტ. იყენებდა. ათონის ივერთა მონასტერში დამკვიდრების შემდეგ ქართველებმა თარგმნეს ტ.-ის კონსტანტინოპოლური რედაქცია. ტ.-ის გადმოღება მოხდა დავით აღმაშენებლის დროს (საბაწმინდური რედაქცია). XVIII ს. ანტონ I კათალიკოსმა ქართული ტ. შეასწორა სლავურის მიხედვით. წყაროებში დასახელებულია ილარიონ ქართველის გრიგოლ ხანძთელის, ექვთიმე მთაწმინდელის, გრიგოლ ბაკურიანის ძის და სხვა რიტორული ტ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9