ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ ტყ
ტობ ტოი ტოლ ტონ ტოტ

ტოლსტოი ლევ ნიკოლოზის ძე

(1828-1910) – (ქსე) რუსი მწერალი. დაიბადა მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში. მშობლები ადრე გარდაეცვალა. იასნაია პოლიანაში მიიღო საფუძვლიანი შინაური განათლება. 1844- 1847 წწ. სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტმი. 1852 წ. უფროს ძმასთან ერთად გაემგზავრა კავკასიაში, სადაც თერგის ოლქის ერთ-ერთ სამხ. ბანაკში განაწესეს. 1852 წ. თბილისში დაწერა მოთხრობა „ბავშვობა. (ამავ წელს დაიბეჭდა „სოგრემენსიკში“), რომელმაც შემდგომ „ყრმობასა“ (1852-1854 წ.წ.) და „სიჭაბუკესთან“ (1855-1857 წ.წ.) ერთად ავტობიოგრაფიული ტრილოგია შეადგინა. 60-იანი წლებისათვის თანდათანობით გამოირკვა ტ.-ს სოც. ფილოსოფიური, ეთიკური კონცეფცია. გამოაქვეყნა რომანი „ოჯახური ბედნიერება“ (1858-1859 წ. წ), მოთხრობები „კაზაკები“ (1853- 1863 წ. წ.) „პოლიუშკა“ (1861-1863 წ.წ., რომლებშიც უარყოფდა ბურჟუაზიულ ცივილიზაციასა და პროგრესს. 1863-1869 წლებში მან შექმნა გრანდიოზული ოთხტომიანი რომან-ეპოპეა „ომი და მშვიდობა“ (პუბლიკაცია დაიწყო 1865 წ. ავტორი 1812 წ. სამამულო ომს წარმოადგენს რუსი ხალხის ერთობლივ ბრძოლას ნაპოლეონის წინააღმდეგ. ტ. 70-იანი წლების შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესია რომანი „ანა კარენინა“ (გამოქვეყნდა 1876-1877 წ.წ.), რომელშიც რეალისტურად აისახა რეფორმების შემდგომი რუსეთის ცხოვრება. იდეოლოგიური წინააღმდეგობები გამოვლინდა ტ--ს მხატვრულ ნაწარმოებებში: „კრეტცერის მონეტა“ დრამა „მეუფება წყვდიადისა“, კომედია „განათლების ნაყოფი, როზანი „აღდგომა“ და სხვა. კავკასიაში ყოფნის დროს ტ.-ზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სამხედრო გზამ, დარიალის ხეობამ. მან ინახულა გერგეტის სამების მონასტერი. ამ პერიოდის ჩანაწერებში ხშირად მოიხსენიება საქართველო და ქართველები. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია კავკასიის თემისადმი მიძღვნილი მოთხრობა „ჰაჯი მურატი“ (1896-1904 წ. წ. გამოქვეყნდა 1912 წ.), რომელშიც თავისუფლებისმოყვარე მთიელის შეუბღალავი სახე დაუპირისპირა დესპოტ მეფეს და მის კავკასიელ მსახურებს. სიცოცხლის მიწურულს ტ. მწვავედ განიცდიდა წინააღმდეგობას მის მიერ ნაქადაგებ იდეებსა და პირად ცხოვრებას შორის, რომლის გამოც ხშირად ჰქონდა უთანხმოება ოჯახის წევრებთან. 1910 წ. მან სამუდამოდ მიატოვა იასნაია პოლიანა და სამხრეთისაკენ გასწია. გარდაიცვალა გზაში. ტ. თხზულებათა თარგმნა საქართველოში 1873 წ-დან დაიწყო. მის შემოქმედებას წერილები უძღვნეს ი. ჭავჭავაძემ, ა. წერეთელმა და სხვა. ვაჟა-ფშაველა მწერლის გარდაცვალებას გამოეხმაურა ლექსით: „ლევ ტოლსტოის სიკედილზე“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9