(ჩრდ. ამერ. ინდიელთა ტომის ენაზე „ტოტ-ტომი“ – მისი გვარის პირველყოფილი ხალხების რწმენით ბუნებრივი ობიექტი (ცხოველი, მცენარე, უსულო საგანი), რომელსაც ნათესაური კავშირი აქვს გარკვეულ სოც. ჯგუფთან. ტოტემიზმი არის წარმოდგენების, წეს-ჩვეულებებისა და მითების კომპლექსი გვაროვნულ საზ-ში, რომელიც ემყარება ნათესაობის რწმენს სოც. ჯგუფსა და ბუნებას შორის ტოტემი ძირითადად არის ცხოველი, შეიძლება იყოს მცენარე, უფრო იშვიათად წვიმა, ქუხილი, ელვა და ა. შ. ტოტემის მოკვლა, შეჭმა ან მისთვის ზიანის მიყენება სასტიკად აკრძალულია, ტოტემიზმის გადმონაშთები მიკვლეულია მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში. განვითარებული სოც. ზეგავლენთ ტოტემიზმის სახეცვლილი გადმონაშთები დამოწმებულია საქართველოს მთიელთა წარმოდგენაში.
- მაგ. „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“. ვეფხვი ძველ მთიელთა შეხედულებით ითვლებოდა ტოტემად, რომლის მკვლელსაც უნდა დაეტოვებინა სამზეო წარმართულ საქართველოში ტოტემად ითვლებოდა ცხენიც.