დრამატული ჟანრის სასცენო კომპოზიციის ისეთი ნაწარმოები, რომელშიც ნაჩვენებია ძირითადად დიადი მიზნებისათვის თავდადებული, უდრეკი ნებისყოფის ადამიანის ბრძოლა გადაულახავი დაბრკოლების წანააღმდეგ, უთანასწორო ბრძოლაში მთავარი გმირის დაღუპვის გარდუვალობა ტ. წარმოიშვა საბერძნეთში. პირველად ის წარმოადგენდა თხის ტყავში გადაცმულთა სიმღერას. დიონისეს სწირავდნენ თხას. მსხვერპლის შემწირველნი თხის ტყავში იყვნენ გადაცმული და მღეროდნენ. აქედან სახელწოდება „ტრაგედია“– თხის სიმღერა. სახალხო დღესასწაულის ფორმიდან იგი თეატრალურ სანახაობად და დიდ ხელოვნებად გადაიქცა („ტრაგედია უგმიროდ“ – ნ. ლორთქ.)
საშინელი ამბავი, უბედური შემთხვევა, მძიმე განცდა, ტანჯვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3