გა გგ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გაბ გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაპ გარ გატ გაუ გაფ გაც გაწ

გაფრინდაული ზეზვა

(ქსე) ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ კახეთის აჯანყების (1850) გმირი და ერთერთი ხელმძღვანელი. ხალხური პოეზიის მიხედვით ზ. თუშების ბელადი ყოფილა. მისი მეთაურობით ქართველ მთიელთა რაზმები თავს ესხმოდნენ კახეთში ჩამოსახლებული თურქმანებს (ულუსებს) და ზიანს აყენებდნენ. გ-ის რაზმი პირველი გადავიდა აჯანყების დროს ბახტრიონის ციხის გალავანზე, დახოცა კარიბჭის მცველნი და ქართველთა ჯარი ციხეში შეუშვა. ციხის აღების შემდეგ გ. თავისი რაზმით დაუდევნა გაქცეულ მტერს და ჩაება ალვანის ველზე გამართულ ბრძოლაში. რომელიც ქართველების გამარჯვებით დამთავრდა. როდესაც თავადაზნაურობა ჩამოშორდა აჯანყებას, თორღვას ციხეში გამაგრდა და იქედან ესხმოდა თავს ყიზილბაშებს. მტერმა ღალატით შეიპყრო ზეზვა. ერთხანს ტყვედ ჰყოლიათ თბილისში, შემდეგ კი სიკვდილით დაუსჯიათ.
 
„სადა გყავთ, უშნო, ზეზვაი, რად არ მაჩვენებთ თვალითა. მე და იმან უნდა ვიომოთ, ნაქებ რო არი მკლავითა“ („ბახტრიონი“ — ვაჟა).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9