გაუბრალოებული, გაცვეთილი, მომაბეზრებელი, უშვერი, უხამსი ნაწარმოების შინაარსი თუ პერსონაჟის მოქმედება, რომელიც მოკლებულია სიახლეს, ორიგინალობასა და ესთეტიკურობას, უფრო ხშირად გულგარულიცაა. ტ. შეიძლება იყოს აზრი, განსჯა და დასკვნები.
- „ნახევარი საუკუნის დისტანციიდან ასეთი პასუხი, შესაძლოა ტრივიალურ ჭეშმარიტებად მოგვეჩვენოს“ (გ. ასათ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3