რვატაეპიანი ლექსი რომლებშიც პირველი ტაეპი სამჯერ მეორდება (I IV, VII ტაეპები) აქედანაა მისი სახელწოდებაც ტრიოლეტი. VIII ტაეპი იმეორებს მეორეს. ტრიოლეტში რითმა ორი სახისაა: I , III, IV, V, VII ტაეპები ერთ რითმას ატარებენ: II, VI და VIII – მეორეს, გრაფიკულად ტ-ის რითმული წყობა ასეთი იქნება:
- „გლოვის ზარებით გამაქანებს თეთრი კარეტა და ჩემი სული სამოთხეში მივა გოდებით,
- ზამთრის ვარდები დაიმსხერევა ბაღის კარებთან გლოვის ზარებით გამაქანებს თეთრი კარეტა.
- უშნო წარსულის ხიმასინჯე მივლის გარედან საშინელებას მირაჟებით მე ველოდები
- გლოვის ზარებით მიქაქანებს თეთრი კარეტა და ჩემი სული ხამოთეში მივა გოდებით “ - (ტ. გრან).
- ი. გრიშაშვილის „ტრიოლეტები შეითანბაზარში“ – (ტრიოლეტი) მოხეტიალე ჯამბაზი უნდა იყოს. „ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3