დამღუპველი საჩუქარი – დანაელებსა და ტროელებს ომი ჰქონდათ. ათ წელიწადს ტროა ალყაშემორტყმული იყო, მაგრამ ბერძნებმა ვერ აიღეს. ოდისევსის რჩევით ბერძნებმა ალყა მოხსნეს და უზარმაზარი ხის ცხენი რჩეული მეომრებით დადგეს ქალაქის მისადგომებთან. ტროელებმა ეს ცხენი საჩუქრად მიიჩნიეს და ქალაქში შეიტანეს ღამით მეომრები გამოცვივდნენ, დაესხნენ ქალაქს, დაარბიეს, ამოხოცეს მამაკაცები და ტყვედ წაიყვანეს ქალები. ამ საჩუქარს დანაელთა საჩუქარსაც ეძახიან.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3