გადატანითი მნიშვნელობით ხმარებული ყველა სიტყვა და წინადადება. ტ.-ის სახეებია: შედარება, მეტაფორა, გაპიროვნება, მე- ტონომია, სინექდოკე, ეპითეტი, ჰიპე- რბოლა, ლიტოტესი, სიმბოლო, ირონია, ალეგორია, პერიფრაზი; ტ.-ის შედა- რებით მარტივი სახეებია: შედარება, ეპითეტი, ჰიპერბოლა. ტ.-ის ყველა სახე პოეტური სამეულია და პოეტურ-ემოციური დიდი ძალის მქონე გამოსახვის საშუალება. მას გარდა მხატვრულ-სამკაულებრივი თვისებისა, აქვს წმინდა ენობრივი მნიშვნელობა. იგი ქმნის სიტყვის მრავალმნიშვნელიანობას, და ამით ამდიდრებს ლექსიკას. ტ.-ს დაკისრებული აქვს ამსახველობითი, შემეცნებითი, ესთეტიკური და ემოციური ფუნქცი. ტროპული მეტყველების ესთეტიკურ ფუნქციას სწავლობს პოეტური სემანტიკა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3