უა უბ უგ უდ უე უვ უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ უჟ ურ უს უტ უფ უქ უღ უყ უშ უც უხ უჯ
უაზ უაი უას

უაილდი ოსკარ ფინგალ ოფლაერტი უილ

(1854-1900) – (ქსე) ინგლისელი მწერალი. წარმოშობით ირლანდიელი. უაილდის, როგორც ესთეტის პოზიცია გამოხატულია მის ცნობილ ზღაპრებში („ბედნიერი უფლისწული“, „ვარსკვლავბიჭუნა“, 1888. წ. და სხვა), ბრწყინვალე, გონებამახვილურ კომედიებში („ლედი უისდერმისის მარაო“ 1892 წ. „უმნიშვნელო ქალი“ 1893 წ. „იდეალური ქმარი“ 1895 წ. და სხვა) და მის ძირითად ნაწარმოებში „დორიან გრეის პორტრეტი“ (1891 წ.). უ.-ის დრამა „სალომე“ (პ. იაშვილის თარგმანის მიხედვით) 1922-1923 წწ. დადგა ს. ახმეტელმა. 1984 წ. თბილისის ფალიაშვილი სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა რ. შტრაუსის ოპერა „სალომე“ (უ-ის პიესის მიხედვით).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9