უმარილი, ვერცხლისწყალზე ძლიერი მჟავას მოქმედებით დამზადებული თეთრი ფხვნილი, წყალში გახსნილს ხმარობდნენ ქალები სახეზე წასასმელად.
- „ჭარბად წაცხებულ უმარულს ვერ დაეფარა ჩიტის ნაკვალევივით წვრილი ნაოჭები დედოფლის სახეზე“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3