უა უბ უგ უდ უე უვ უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ უჟ ურ უს უტ უფ უქ უღ უყ უშ უც უხ უჯ
უორ უოხ

უორდროპი მარჯორი სკოტ

ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და მწერლობის დიდი პოპულარიზატორი. მიიღო მრავალმხრივი განათლება, ფლობდა 7 ენას. დამოუკიდებლად შეისწავლა ქართული ენა მრავალი ქართული ნაწარმოები თარგმნა ინგლისურად. მათ შორის აღსანიშნავია: „ქართული ხალხური ზღაპრები“, ი.ჭავჭავაძის „განდეგილი“, „წმ. ნინოს ცხოვრება“ (დ. ო. უორდროპთან ერთად) და სხვა. საქ-ოს ისტორიითა და ქართ. მწერლობით უცხოელ მწერ- ალთა და მეცნიერთა დაინტერესების საქმეში უდიდესი როლი ითამაშა „ვეფხისტყაოსნის“ მ. უორდროპისეულმა სრულმა პროზაულმა თარგმანმა (გამოაქვეყნა მისმა ძმამ ო. უორდროპმა ლონდონში მ. უ.-ის სიკვდილის შემდეგ, 1912 წ.) რითაც მკითხველ საზოგადოებას პირველად გააცნო რუსთაველის პოემა ინგლისურ ენაზე. უ.-მა ორჯერ იმოგზაურა საქართველოში (1894-1895 წ.წ.) უშუალოდ გაეცნო ქართველი ხალხის ცხოვრებას, დაუახლოვდა ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, ახლო მეგობრობა აკავშირებდა ი. ჭავჭავაძესთან. უ-ის გარდაცვალების შემდეგ ოქსფორდში ბოდლერის ბიბლიოთეკაში მისმა ძმამ – ჯ. თ. უორდროპმა დააარსა უ.-ის სახელობის ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების ფონდი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9