უა უბ უგ უდ უე უვ უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ უჟ ურ უს უტ უფ უქ უღ უყ უშ უც უხ უჯ
უორ უოხ

უორდროპი ჯონ ოლივერ

(1864-1048) ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი. ქართული კულტურის მოამაგე, მ. ს. უორდროპის ძმა. იყო ინგლისის წარმომადგენელი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც. ბევრს მოგზაურობდა. საქართველოში დაინსტერესდა ქართული მწერლობით, შეისწავლა ქართული ენა. დიდი ამაგი დასდო ქართული ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეს. თარგმნა ს. ს.ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ (ლონდონი, 1894 წ.) „ვისრამიანი“ (ლონდონი, 1914 წ. ), გამოსცა ნარკვევი „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური ლექსიკონი, ხოლო 1912 წ. – „ვეფხისტყაოსნის“ უორდროპისეული თარგმანი კომენტარებითა და წინასიტყვაობით.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9