ისტორიული ციხესიმაგრე დას. საქ-ში, ეგრისის სამეფოს მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობა. წყაროებში პირველად VI ს. იხსენიება. არის მოსაზრება, რომ მდებარეობდა ცხენისწყლის ხეობის გასწვრივ მაგისტრალზე, რ-იც მუხურის ლეჩხუმსა და სვანეთთან აკავშირებდა (ვარაუდობენ, რომ მდ. ცხენისწყლის მარჯვ. ნაპირზე შემორჩენილი ციხესიმაგრის ნანგრევები უ.-საა) სხვა მოსაზრებით უ. ქუთაისში გორაზე შემორჩენილი ძველი ციხესიმაგრეა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3