საზოგადოებრივ რელიგიური მოძრაობა იუდეაში ძვ. წ. I და ას. წ. I ს-ში. ფარისევლებს შეადგენდნენ საშუალო და წვრილი მონათმფლობელნი, ვაჭრები, ხელოსნები, მეცნიერ-მწიგნობრები. ხალხზე დიდ გავლენას ახდენდნენ და ხელმძღვანელობდნენ აჯანყებას. ფ-მა შექმნეს ე.წ. ზეპირი მოძღვრება. იუდაიზმის შემდგომი განვითარების იდეოლოგიური საფუძველი. (გადატ.) თვალთმაქცი, მლიქვნელი (ფარისევლის ამგვარი დახასიათება მოდის ბიბლიიდან).
- „ხოლო გვწამს ღმერთი დამთრგუნველი ფარისეველთა სადუკეველთა გამაკიცხველი და გამდევნელი" („პასუხის პასუხი“ – ი. ჭავჭ.).