ლეონტი მროველის მიხედვით ქართლის (იბერიის) სამეფოს I მეფე და ფარნავაზთა დინასტიის დამაარსებელი. მეფობდა ძვ. წ. IV ს. მიწურულსა და III ს. I ნახ. ამავე ავტორის მიხედვით ფ. I ქართლის ტომის ბელადის სამარა მცხეთელი მამასახლისის ძმისწული იყო. მან დაამარცხა მცხეთის დამპყრობელი აზონი, ქართლის სამეფო დაყო საერისთავოებად (მარგვეთის, კახეთის, ხუნანის სამშვილდის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის, ეგრისისა და შიდა ქართლის, რომელთა სათავეში ერისთავები ჩააყენა. ფ. I-მა ქართლის მთაზე აღმართა სამეფოს მთავარი ღვთაების არმაზის კერპი. ძვ. ქართ. ტრადიცია ფ. I-ს ქართული დამწერლობის შემოღებას მიაწერს.
- „შენ, ჰე, ფარნაოზ, ჰქმენ ერთმთავრობა“ (გრ. ორბ)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3