რეფორმაციის პერიოდის გერმანული ლეგენდის გმირი, ისტორიული პიროვნება – გეორგ იოჰანეს ფაუსტი, რომელიც ცხოვრობდა დაახლ. 1480-1540 წწ. იყო ალქიმიკოსი, ასტროლოგი, ექიმი, შავი მაგიის მიმდევარი და სხვა. იგი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად თქმულებების მიხედვით მან ეშმაკს დაუთმო სული, რათა სამაგიეროდ დაეკმაყოფილებინა ცოდნის სურვილი და მოეპოვებინა ზებუნებრივი ძალა. ლიტერატურულად დამუშავებულ თქმულებათაგან უპირველესია რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის მაინის ფრანკუურტში გამოცემუ- ლი იოჰან შისისეული რედაქცია (1587 წ.) „დოქტორ იოჰან ფაუსტის ამბავი“. ლეგენდის პირველი დრამ. ლიტერული დამუშავება ეკუთვნის კ. მარლოს. ყველაზე მნიშვნელოვანია გოეთეს ტრაგედია „ფაუსტი“. იგივე თემა დაამუშავა ლესინგმა, მიულერმა, ჰაინემ, თ. მანმა. ფ. არის მარადიული შემოქმედებითი მაძიებლობის, ჭეშმარიტების განუწყვეტელი ძიებისა და შინაგანი გარდაქმნისა თუ განვითარების სიმბოლო. "ფაუსტური ადამიანი“ წარმოადგენს შემეცნებისა და მოქმედების მეშვეობით საბოლოო მიზნისაკენ მუდმივი მისწრაფების განსახიერებას.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3