ქართული ქუდის (მამაკაცის) ერთ-ერთი უძველესი სახეობა. ნაბდის ან ტყავის ბრტყელი თავსაბურავი, რომელიც მხოლოდ თავის თხემს ფარავდა ჰქონდა წრის ფორმა და თასმებით მაგრდებოდა ნიკაპქვეშ.
- „იმერელი უნდა გახლდესთ, გაჩეჩილ თმაზე ფაფანაკი ედება და არ ეტყობა" („ბაში-აჩუკი“– აკ. წერ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3