იტალ. კონა, შეკვრა, გაერთიანება (ქსე) პოლიტიკური მიმართულება წარმოიშვა კაპიტალისტურ ქვეყნებში კაპიტალიზმის საერთო კრიზისის გამოხატავს იმპერიალისტური ბურჟუაზიის ყველაზე რეაქციული და აგრესიული ძალების ინტერესებს, აშკარა ტერორისტულ დიქტატურას. ფაშისტური იდეოლოგია შეიქმნა უ.ა დე ლაპუჟის, ნიცშესა და ო. შოპენჰაუერის ანტიდემოკრატიული კონცეფციების პანგერმანიზმის, ანტისემიტურ და სხვა დოქტრინების ბაზაზე. ფ.-ის იდეოლოგია შეიცავს სამხედრო ექსპანსიის, რასობრივი უთანასწორობის „ვოჟდიზმის“ („ფიურერობის პრინციპი“), „კლასობრივი ჰარმონიის“ ხალხის გაერთიანების“ და „კორპორაციულობის“ თეორია), „ტოტალური სახელმწიფოს“ თეორიებს, ეს იდეები ყველაზე უფრო კონცენტრირებული ფორმით ჩამოყალიბდა. ად. ჰიტლერის წიგნში – „ჩემი ბრძოლა“ („მაინ კამფ“) პირველი ფაშისტური ორგანიზაციები შეიქმნა იტალიაში 1919 წ., მეთაური („დუჩე“) ბ. მუსოლინი. გერმანიაში ფაშისტური პარტია ღრმა პოლიტიკური კრიზისის .ვითარებაში ჩამოყალიბდა. 1933 წ. იანვრიდან ფაშისტების ბელადი („ფიურერი“) ად. ჰიტლერი რაიხსკანცლერი გახდა. რამდენიმე თვეში ფაშისტებმა მოაწყვეს რაიხსტაგის დაწვის ინსცენირება. კომუნისტების, დემოკრატებისა და ლიბერალების წინააღმდეგ სისხლიანი ტერორის მეოხებით, მოწინააღმდეგეების ფიზიკ. განადგურებით ჰიტლერმა და მისმა მომხრეებმა ქვეყანაში ფაშისტური დიქტატურა დაამყარეს, ფაშისტური ტიპის რეჟიმი დამყარდა პორტუგალი აში, ესპანეთში და აღმ. და ცენტრ. ევროპის ზოგივრთ ქვეყანაში ფაშისტურმა გერმანიამ შეკრა კავშირი ფაშისტურ იტალიასთან, იაპონიასთან და 1939 წ. სექტემბერში პოლონეთზე თავდასხმით გაჩაღდა მეორე მსოფლიო ომი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3