თეატრალული ან საცირკო წარმოდგენის ჟანრი, ზოგჯერ ზღაპრულ-ფანტასტიკური შინაარსისა. ხორციელდება სხვადასხვა ეფექტებით, სცენური ტრიუკებით, გარდაქმნებით (მაგ, საგნების გარდაქმნა ცხოველებად, ადამიანის გაქრობა-გაუჩინარება მაყურებელთა თვალწინ), რისთვისაც იყენებენ სპეც. სადადგმო საშუალებებს (სინათლე, ხმაური, ეფექტები და სხვა).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3