მას შემდეგ რაც პეტრე მოციქულმა იესო მესიად აღიარა, იესომ განაგრძო თავის მოწაფეებთან საუბარი იმის შესახებ, რომ მას მოუწევს სიკვდილი, შემდეგ კი – აღდგომა მალე პეტრესთან, იაკობთან და იოსებთან ერთად ის ავიდა თაბორის მთაზე. იქ მოციქულებმა დაინახეს, როგორ იცვალა ფერი იესომ და როგორ ესაუბრებოდა ღვთიურ დიდებით გაბრწყინებულ მოსეს და ელიას, ფერისცვალება მოასწავებდა დიდებას, რომელიც ქრისტეს მომავალში ელოდა ეს დღესასწაული უკვე არსებობდა IV ს. კონსტანტინე დიდის დედას წმ. ელენეს თაბორის მთაზე აუგია ფერისცვალების მონასტერი, ფერისცვალების დღეს ხდება ყურძნის, ხილისა და ხორბლის კურთხევა.
- „დავითი უკურთხებელ ყურძენსა სჭამს. ფერისცეალებამდის არ მოიცდის ხოლმე“ („კაცია-ადამიანი?! –. ი. ჭავჭ).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3