ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფშ ფხ
ფით ფილ ფირ ფის ფიტ ფიქ ფიც

ფილოლოგია

ბერძნ.
სიყვარული – (ქსე) ჰუმანიტარულ დისციპლინათა ერთობლიობა, რომელიც სწავლობს კაცობრიობის სულიერ კულტურას ამა თუ იმ ხალხის ენისა და ლიტერატურის მეშვეობით. უპირატესად დაწერილი სიტყვის, წერილობითი ტექსტების განმარტებაზე, მათ ენობრივ და სტილისტურ ანალიზზე დაყრდნობით. ფ, როგორც მეცნიერება, უძველეს დროში აღმოცენდა. იგი გულისხმობდა ლინგვისტს ლიტერატურის კრიტიკოსს საქართველოში, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ორიგინალური დამწერლობისა და დიდი კულტურის ისტორიის ტრადიციების მქონე ენისა და ლიტერატურის ქვეყანაში. ფ. ძველთაგანვე იყო განვითარებული. ფ-ის როგორც საკუთარი კვლევა-ძიების მეთოდებით აღჭურვილი მეცნიერებს ფუძემდებლად ითვლებიან XI-XII ს. ს. გამოჩენილი ქართველი მეცნიერები: ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, შემდეგში არჩილ II ს. ს. ორბელიანი, ვახტანგ VI მამუკა ბარათაშვილი, ანტონ I იოანე ბატონიშვილი, სოლომონ დოდაშვილი, პ. იოსელიანი, მარი ბროსე, თეიმურაზ ბატონიშვილი, დ. ჩუბინაშვილი, ალ. ცაგარელი და ნ. მარი, ალ.ხახანაშვილი და ქართველი სამოციანელები. ქართული ფილოლოგიური სკოლის შექმნა და მისი მიღწევები დაკავშირებულია ი. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძის, გ. წერეთლისა, ა.შანიძისა და სხვათა სახელებთან.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9