ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფშ ფხ
ფით ფილ ფირ ფის ფიტ ფიქ ფიც

ფირდოუსი ჰაქიმ აბუ ლ-ყასემ ტუსი

(934-940-1020– 1030) სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის უდიდესი წარმომადგენელი, ირანის ეროენული ეპოსის „შაჰნამეს“ ავტორი. მისი ნამდვილი სახელი უცნობია, ფირდოუსი ნიშნავს „სამოთხელს“: მიიღო ბრწყინვალე განათლება, მოღვაწეობა დაიწყო სამანიდთა კარზე, ადრევე დაისტერესდა ძვ. ისტ. ლიტ.-ლეგენდებით, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა აბუ მანსურისეუული პროზაული „შაჰ ნამე“, რომლის გალექსვას 30 წელი მოანდომა. ამ ხნის მანძილზე შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია, რამაც კვალი დააჩნია თვით ნაწარმოებსაც, ფ-ს მიეწერება აგრეთვე პოემა „იოსები და ზელიხა,“ რომელშიც აღწერილია იოსებ მშვენიერის ჭეშმარიტი ამბავი. „შაჰნამე“ (მეფეთა წიგნი) 100000 სტრიქონისაგან შედგება. XVI-XVI ს.ს. გაჩნდა „შაჰნამეს“ ქართული ვერსიები თუმცა ქართველები უფრო ადრე იცნობდნენ ფ.-ს, მაგრამ ძვ. თარგმანს ჩვენამდე არ მოუღწევია.
იხ. აგრეთვე: „შაჰნამე“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9