(1862-1918) - (ნიკო ფიროსმანი) ქართველი მხატვარი. ცნობები ფ.-ის შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფ. თბილისში ჩამოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობიდან იჩენდა დიდ ინტერესს ხატვისადმი, სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1800-იან წლებში გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. რკინიგზაზე კონდუქტორად მუშაობდა ვაჭრობაშიც სცადა ბედი თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აუარებდა თავს მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს პორტრეტებს, სურათებს, სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია. ფ. მარტოობამი გარდაიცვალა და მისი საულავიც უცნობი დარჩა. აღმოჩენისა და პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვით ძმებს ზდანევიჩებს, მხატვრებს დ. შევარდნაძეს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს. პოეტმა გ. ლეონიძემ მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა მისი ბიოგრაფიისათვის. ფ.-ის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა პირველ დიდ გამოფენაზე თბილისში. 1918 წ. იბეჭდებოდა მის შესახებ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით 50-იან წლებში გაცხოველდა ინტერესი, შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი„ დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკ. ნაწარმოებები, დაიდგა ძეგლი. მისი ნახატების გამოფენა მოეწყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მხატვრის მშობლიურ სოფ. მირზაანში გაიხსნა სახლ-მუზეუმი, ფ.-ის თემატიკას გარკვეული კვალი დააჩნია სოც. გარემომ. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს რომელიც არსებითად თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების, ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს („ბეგოს კამპანია“, „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“, „თავადების ქეიფი მინდვრად“, ხუთი თავადის ქეიფის, ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე – „სვირი“, „ვირის ხიდი“, „კახეთის ეპოსი“, „ქეიფი რთველში“. თემატიკურად სცენებს ენაცვლება ნატურმორტები და აბრები. ფ.-ს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება („რთველი“ „დღეობა ბოლნისში, „გლეხის ქალი ვაჟით“, „გლეხკაცი ვაჟით“, „წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი“, „კალოობა“ საქ ხელოგნ. მუზეუმი);პეიზავები „ბათუმი“, „ფუნიკულორი“ (თბილისის ხელოვნების მუზეუმი) განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფ.-ის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები („გოგონა საჰაერო ბუშტით“, „მდიდარი კინტოს შვილი“, „მეეზოვე“, ორი მუშა“, „აქტრისა მარგარიტა“, „ორთაჭალის ტურფები“, „მუშა სოსო“, „მებადური“ – დაცულია საქ. ხელოვნების მუზეუმში ე სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში „უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით“. მხატვარი ხშირად მიმართავს ცხოველთა გამოსახულებაში გარკვეულ სიმბოლურ-მორალური აზრის ჩაქსოვას, შთამბეჭდავია „ირემი“, „ჟირაფი“, „თეთრი ღორი გოჭებით“, „შავი ტახი“, „თეთრი დათვი“, „არწივს კურდღელი დაუჭერია“. ფ.-ს იზიდავდა ისტორიული თემებიც: „რუსთაველი“, „თამარ მეფე“, „ერეკლე II, „გიორგი სააკაძე“. ფ. ჩვეულებრივ მუშამბაზე წერდა. ფ-ს შესწევდა ყველაფერში არსებითის, ტიპურის დანახვისა და განზოგადების უნარი, არც ფერადობის სიჭრელე ხიბლავდა; განურჩევლად ზომისა ფ.-ის ნახატებს შინაგანი მნიშვნელობა და მონუმენტურობა ახასიათებს. მისი შემოქმედება ძვ. ქართული კედლის მხატვრობას ენათესავება როდესაც ფ.-ის მემკვიდრეობას ვეცნობით ნათელი ხდება მხატვრის ისტერესთა მრავალფეროვნება, რჩება შთაბეჭდილება, რომ მას სავსებით ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა ჰქონდა და შეგნებულად თანმიმდევრულად ქმნიდა თავის მხატვრულ სამყაროს. ფ. ეროვნულ ნიადაგზე ორგანულად აღმოცენებული მხატვარია. „მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3