ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფშ ფხ
ფით ფილ ფირ ფის ფიტ ფიქ ფიც

ფისტიკაური

ბისტიკაური, ქართული ლექსთწყობის ერთ-ერთი უძველესი სახე, რომლის დამკვიდრება მიეწერება ვინმე ქართველ პოეტს ფისტიკას (ბისტიკას), ფისტიკა შეურქმევიათ, რადგან თვალბისტიანი, ბრმა ყოფილა. ფ. ოცმარცვლიანი ოთხტაეპიანი სტროფია რომელსაც მხოლოდ გარეგანი რითმა აქვს. თუმცა ლექსთწყობის ეს სახე ფისტიკამდეც შეინიშნება. VI ს. თარგმნილი „პროკოფის ზღაპრობანი“. ჩახრუხაძის „თამარიანი“ ფ.-ის ფორმითაა დაწერილი, ასევე „ვეფხისტყაოსნის“ 771-ე სტროფი, ამ საზომს ვხვდებით „ქილილა და დამანაში“.
 
„შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან“ („ვეფხისტყაოსანი“ შ. რუსთ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9