(1821-1080) – (ქსე, ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსი. მისი რომანები აგებულია ბიოგრაფიულ ქარგაზე, სადაც მთავარი გმირის გარშემო იყრის თავს ყველა ისტორიული და სოციალური მოვლენა. მისი აზრით ყოველი გარდაქმნა, ამბოხი განწირული იყო, პირადი ბედნიერება – მიუღწეველი; იგი ხსნას სულიერ სფეროში ეძებდა და სინამდვილის შეცნობის უმაღლეს ფორმად ხელოვნებას სახავდა. ამიტომ აღიარა თეორია „ხელოვნება ხელოვნებისათვის“. მას ეკუთვნის ორი რომანი „ქალბატონი ბოვარი“ - პროვინციული ზნეობანი, რომელშიც ასახა ბურჟ. საზოგადოებაში ოჯახურ ურთიერთობათა რღვევის კანონზომიერებანი და რომანი „სალამბო“. ფილოსოფიური დრამა ანტუანს ცდუნება“. მასში ფ.-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი სიმწვავე, ფატალიზმისა და სკეპტიციზმის გაღრმავება. მისი სატირული ნაშრომია „მიღებულ ჭეშმარიტებათა ლექსიკონი“ და სამი მოთხრობა – „წმინდა იულიანეს ლეგენდა“, „უბრალო გული“, „იროდიადა“ (ქართული თარგმანი), „ჰეროდია“ და პიესა „კანდიდი“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3