წყლის საღებავით დახატული სურათი ახლად შეღებილ (ჯერ კიდევ სველ) კედელზე, ჭერზე. საქართველოში შემორჩენილი ფრესკებიდან ყველაზე ადრეული თარიღდება VII-IX ს. ს. (ატენის, ვარძიის, ყინწვისი, ბეთანიის ტიმოთესუბნის ბერთუბნის ფრესკები) მონუმენტური მხატვრობის მრავალრიცხოვანი ძეგლები შემორჩა შუა საუკუნეებიდან. XVII-XIX ს. ს. ფრესკული მხატვრობა მკვეთრად დაეცა. XX ს. ინტერესი კედლის მხატვრობისადმი კვლავ ცოცხლდება (კაფე „ქიმერიონის“ მოხატულობა) ლ. გუდიაშვილ ი. დ. კაკაბაძე, ნ, იგნატოვი, ა. ბანძელაძე, რ. სტურუა, ლ. ცინცქილაძე (თუმცა მათი ნამუშევრები განსხვავდება ფრესკებისაგან).
- „უდაბნო იცქირებოდა მღვდელმთავრები“ ფრესკებიდან ყველაზე მეტად ერთმა ფრესკამ აღაშფოთა მეფე გიორგი“. („დიდოსტატის მარჯვენა.“ – კ. გამს.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3