იგივე პეტრე იბერიელი, იგივე ცრუ დიონისე არეოპაგელი – ბიზანტიაში მძევლად წაყანილი ქართველი უფლისწული, გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე, ქალაქ მაიუმის ეპისკოპოსი I საუკუნეში საბერძნეთში ცხოვრობდა ერთი კაცი, დიონისე, რომელიც ათენის არეოპაგის, ანუ სამსჯავროს წევრი იყო. იგი პავლე მოციქულის სულიერი შვილი ყოფილა და სულ მალე ათენის ეპისკოპოსიც (ეპისკოპოსი ბერძნულად ზედამხედველს ნიშნავს) გამხდარა. ამ პიროვნებამ ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა და სწორედ მას მიეწერებოდა საქვეყნოდ ცნობილი ფილოსოფიური შრომები. მისი ვინაობა დიდხანს გაურკვეველი იყო. შალვა ნუცუბიძემ და ერნსტ ჰომიგმანმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გაარკვიეს რომ საქართველოში ცნობილი „პრეოპაგიტული შრომების“ ავტორია პეტრე იბერიელი (V-VI ს. ს.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3