ხელმოწერა ან შერქმეული სახელი, რომელსაც ატარებენ მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტიკური მოღვაწეები, მსახიობები და სხვა ცვლის ნამდვილ სახელ-გვარს. ფ.-ით სარგებლობენ სხვადასხვა მიზნით. ცენზურისათვის თვალის ასახვევად, გვარის დასამალავად, თანამოგვარეთაგან გამოსარჩევად და სხვა ზოგიერთ ავტორს ძირითადი ფ.-ის გარდა კიდევ რამდენიმე ფ. ჰქონდა. მაგ. გრიშაშვილს (ი. მამულაშვილი) – „გრილი“, „სიო,“ თავიდან მესამე, „ნიაზა აისელი“ „ფირუზა“ და სხვა; ვაჟა-ფშაველას (ლუკა რაზიკაშვილი), სტენდალს, ჟორჟ სანდს (ავრორა დიუდევანი).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3