ბერძნ. მეგობარი ქალი, ხასა საბერძნეთში განათლებული, გაუთხოვარი ქალი, რომელიც თავისუფალ, დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევა. პირველად გამოჩნდნენ კორინთოში აფროდიტეს სატაძრე პროსტიტუციასთან დაკავშირებით. სოლონის კანონების შემდეგ მათ ათენშიც შეაღწიეს და სულ მალე ჭკვიანმა, განათლებულმა, ლამაზმა გ.-ებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ სახლში თავს იყრიდნენ თვალსაჩინო, ცნობილი ათენელები, რის გამოც გ.-ები გარკვეულ პოლიტიკურ გავლენასაც აღწევდნენ და პატივისცემით სარგებლობდნენ. გ.- ებიდან ცნობილი იყვნენ: ასპასია, ლამია და ფრინე.
- „ღამის ლეგენდა დაჰქრის, დაცურავს. ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა, თავდავიწყების სავსე მორევში დღეს ლხინს ეძლევა ქსანტე გეტერა“ („გეტერა“ – გ. ტაბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3