ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფშ ფხ
ფუთ ფუნ ფურ ფუტ

ფუტურიზმი

დაცემულობის განწყობილების გამომხატველი ფორმალისტური მიმდინარეობა ლიტ-ში. ფ. წარმოიშვა XX ს. იტალიაში; მის მამამთაგრად პოეტი მარინეტი ითვლება მარინეტმა 1909 წ. გამოაქვეყნა იტალიელ ფუტურისტთა მანიფესტი, რომლითაც ჩამოყალიბდა ფ.- ის კრედო. ფ.-ის იდეური არსის განმსაზღვრელია ძვ. კულტურული ღირებულების გადაფასება, ლიტერატურასა და ხელოვნებაში არსებული ნორმების დარღვევა, ქალაქური ცხოვრების, მანქანური წარმოების დინამიზმისა და სისწრაფის კულტი, ომის გაჩაღების ქადაგება; მარინეტი წერდა, . ფ-მა უარყო სიყვარულისა და ჰუმანურობის პოეზია და ეტრფოდა ამორალიზმს, დაცემულობას, დამპყრობლობას თუ-ის სანატრელი გმირია უკიდურესად ინდივიდუალური „მე“. ფ-ის პოეტიკსში დარღვეულია სიტყვათა ჩვეულებრივი რიგი წინადადებებში, მეტყველების დაკანონებული წესები. ძველებერი მხატვრული ფორმები, ლექსიკა და სინტაქსი არ გამოადგება სამრეწველო ქალაქის მანქანურ ორომტრიალში მცხოვრებ პოეტს. მას უნდა ჰქონდეს სიტყვის აბსოლუტური თავისუფლება; მხატვრული მეტყველების ნაცვლად წინ წამოწეულია თავისუფალი ლექსი, ნებისმიერი რიტმი. წყვეტილ-წყვეტილი სიტყვები, წისადადებები, ამოძახილები, ზმნების გამოტოვება წინადადებაში და მრავალწერტილი, მათი აწეული, ნერვული მდგომა- რეობის გამომხატველია. ფუტურისტული ნაწარმოები უაზროა (ზაუმური), უშინაარსო, უიდეო, და სიტყვათა წყობა უჩვეულო, გაუგებარი. ფუტურიზმმა სათანადო გამოძახილი ჰპოვა ქართულ ლიტ-ში. მისი საწყისები „ცისფერყანწელების“ ასნტირეალისტურ მისწრაფებებში ჩანს, საქართველოში პირველი ფუტურისტული ჟურნალია „H2S04“, რომელიც 1924 წ. დაარსდა. „ფუტურისტთა წარმომადგენლები მოითხოვდნენ მოესპოთ XX ს-მდე შექმნილი ხელოვნების ძეგლები, მუზეუმები, ფერულად ექციათ ბიბლიოთეკები.“.
 
„ჩვენ გვინდა ვადიდოთ აგრესიული მოძრაობა, დავაქციოთ მუზეუმები, ბიბლიოთეკები, ვიბრძოლოთ მორალის, ფეტიშის წინააღმდეგ. ჩქარი სიარული, საშიში ნახტომები, სილა და მეხი, ჩვენ გვინდა ვაქოთ ომი – ერთადერთი ჰიგიენა ქვეყნისა.“
იხ. აგრეთვე: ჭკუის მიღმური, ანუ „ზაუმური“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9