ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმ. საქართველოში, არაგვის ხეობაში ფშავისა და ხევსურეთის უძველესი სახელწოდება. IV ს. ქართველთა განმანათლებელმა ნინომ ფხოველებს სხვა ქართველებთან ერთად ქრისტიანობა უქადაგა XI ს.ფხოვი კვეტარის საერისთავოში შედიოდა. თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში ფხოვი დიდოეთთან ერთად აჯანყდა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. XV ს. ისტ. ფხოვის ტერიტორია მოიხსენიება ფშავად და ხევსურეთად. ხევსურეთის მოსაზღვრე არაქართული მოსახლეობა ხევსურებს „ფხიას“ უწოდებს, რაც ფხოვის სახელწოდების შემორჩენილ ფორმას წარმოადგენს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3