ქა ქე ქი ქნ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქაა ქად ქათ ქალ ქამ ქან ქარ ქაშ ქაჩ ქაჯ

ქანდაკება

სკულპტურა, პლასტიკა. სახვითი ხელოვნების დარგი. მრგვლ და რელიეფურ გამოსახულებებს, რომელიც შექმნილია გამოკვეთით, გამოთლით, ჩამოსხმით, ან ძერწვით. უფრო იშვიათად. ქ. ფიგურას გამოსახავს სივრცეში მისი რეალური მოცულობით. ქ.-ის გამომსახველობითი საშუალებებია – მოძრაობის გადმოცემა, პოზა, ჟესტი. შუქ-ჩრდილის მოდელირება, ფორმათა რელიეფურობა. ქ. ორი სახისაა: მრგვალი და რელიეფური. დანიშნულების მიხედვით: მონუმენტური მონუმენტურ-დეკორატიული და დაზგური ყოველ მათგანს აქვს მისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავისებურებანი და სპეციფიკური კანონები.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9