ქა ქე ქი ქნ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქაა ქად ქათ ქალ ქამ ქან ქარ ქაშ ქაჩ ქაჯ

ქარაგმა

ბერძნ. ნიშანი, ნაკვალევი, კალმის მონასმი
„ასონაკლების ნიშანი“ (საბა) (ძვ.) ხელნაწერებში, წარწერებში შემოკლებული სიტყვის თავზე დასმული ნიშანი, იყენებდნენ საწერი მასალის ეკონომიისა და სამუშაოს შემსუბუქების მიზნით ხშირად ხმარებული სიტყვის წერისას. ტერმინი „ქარაგმა“ ქართულ წერილობით ძეგლებში პირველად X ს. ჰიმნოგრაფის მიქაელ მოდრეკილის „იადგარშია“ ნახმარი ქ.- ის გრაფიკული გამოსახულებაა სწორი და ჰორზონტალური ხაზი თავსა და ბოლოში დასმული წერტილებით (V-X ს.ს.). ისტორიულ დოკუმენტებში ქარაგმებად გამოყენებულია სწორი ან გახრილი ხაზები: ეპიგრაფიკულ ძეგლებში სწორი ხაზი რომელიც ქვაზე ამოსაკვეთად ყველაზე მოსახერხებელია. თუ შემოკლებული სიტყვა გრძელია, ან მომდევნო სტრიქონზე გადადის სიტყვას ორი ქარაგმა ეწერება. (გადატ.) ამოსაცნობი სიტყვა საიდუმლოება.
 
„შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა, ქორონიკონის კენტი და ლუწი“ (ი. გრიშ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9