ქა ქე ქი ქნ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქაა ქად ქათ ქალ ქამ ქან ქარ ქაშ ქაჩ ქაჯ

ქაშვეთი

ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, აგებულია I1904-1910 წ. წ. ძვ. ეკლესიის ადგილზე. ადრე აქ იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი, რომელიც XVII ს. ამილახვრების აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა. XIX ს. მიწურულს ისიც დაზიანდა. შენობის პროექტი შეადგინა არქიტ. ლ. ბელფელდმა, რომელმაც ნიმუშად სამთავისის ტაძარი გამოიყენა. ტექნიკურად შესრულებული მდიდრული ჩუქურთმა ნეოფანდე აგლაძეს ეკუთვნის. ქ. კარგად არის შეხამებული ადგილმდებარეობასთან და თავისი სილუეტით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალაქის ცენტრის ანსამბლში. 1947 წ. ტაძარი მოხატა ლ. გუდიაშვილმა (ქაშუეთი – ქვაშვეთის ეტიმოლოგიას არსებობს ლეგენდა ქაშვეთზე).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9