ქა ქე ქი ქნ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქაა ქად ქათ ქალ ქამ ქან ქარ ქაშ ქაჩ ქაჯ

ქართველები

ერი. ძირითადი მოსახლეობის რაოდენობა 3433 ათასი კაცი (1979 წ. აღწერით). ცხოვრობენ აგრეთვე ჩრდ.-აღმ. თურქეთსა და ირანის ზოგიერთ პროვინციაში (გილანი მაზანდარანი ფერეიდანი). საერთო-ეროვნული და სამწერლობო ენა – ქართული, განეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს რ-შიც ქართულის გარდა შედის ზანური და სვანური ენები. რელიგია – ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა) მცირე ნაწილი მაჰმადიანია (ინგილოები, აჭარლები). ქ. ამჟამად 3 მონათესავე ეთნიკურ-ლინგვისტურ ჯგუფად იყოფიან აღმოსავლეთ ქართულ, მეგრულ და სვანურ ჯგუფებად. თითოეული წარმონაქმნი რთული ეთნოგენეტიკური პროცესის შედეგად უფრო მცირე ერთეულთა შერწყმის გზით. მაგ. აღმ. ქართული ჯგუფი მოიცავს უფრო მცირე ერთეულთ შერწყმის გზით. მაგ. აღმ. ქართული ჯგუფი მოიცავს უფრო მცირე ეთნოლოგიურ ჯგუფებს: ქართლელებს. კახელებს, ინგილოებს, ქიზიყელებს. თუშებს, ფშავებს, ხევსურებს, მთიულებს, მოხევეებს იმერლებს, რაჭველებს: ლეჩხუმელებს, აჭარლებს, გურულებს, მესხებს ჯავახებს. ისტ. წყაროებში მრავალ აღმ. თუ დას. ქართველ ტომთა სახელწოდებაა შემონახული (იბერივერიელები გუგარები, შავშ-კლარჯები, ტაოელები, მაკრონები, სალდხალიბები, სკვითები, მარგველები, მისიმიანელები, ჰენოიხები და ა. შ.), რომლებიც მონაწილეობდნენ ქართველი ერის წარმოქმნის პროცესში. ქართველთა წინაპრებს ამიერკავკასიის ტერზე სამხრეთიდან მოსულად მიიჩნევდნენ. ამჟამად ანთროპოლ. ლინგვისტიკის ტ. გეოგრაფიის მონაცემების საფუძველზე დადგენილია მათი ადგილ-წარმომავლობა. ამასთანავე, მრავალსაუკუნოვან პროცესში დასაშვებად მიიჩნევენ ქართველ ტომთა მიგრაციას, ან არაქართველურ ტომთა ინფილტრაციას, რასაც ცხადჰყოფს ენობრივი მონაცემები. როგორც ჩანს, უძველეს დროშივე ქართველურ ტომებს მოუხდენიათ ადგილობრივი ჩაჩნების (ვეინახური) თუ დაღესტნური ტომების ნაწილის, ასევე ხეთების, ხურიტებისა და ურარტელების მნიშვნელოვანი ნაკადის ასიმილაცია. კიდევ უფრო ძგვლად, ერთიანი ქართველური ფუძე ენის არსებობის ხანაში ქართველთა წინაპრებს ხანგრძლივი კონტაქტი უნდა ჰქონოდათ ინდოევროპულ დიალექტზე მოლაპარაკე ტომებთან. ანთროპოლოგიურად ქ. ევრაზიული რასის წარმომადგენლები არიან. ეს რასა თავის მხრივ ორ მეორად ანუ მცირე რასად იყოფა. ქ. წინა აზიური ანთროპოლ. ტიპის წარმომადგენლები არიან. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქართველთა შორის, თავის მხრივ შეინიშნება ადგილობრიგი ნაირსახეობები გამოყოფილია ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული ადგილ. სახესხვაობა. აჭარლების, გურულებისა და მეგრელების ჯგუფებში დადგენილია შავიზღვისპირული ტიპი, რომელთათვისაც დამახასიათებელია თავის ნაკლები ბრაქიტკეფალურობა სხეულის საშუალოზე მეტი სიმაღლე, სახის ნაკლები სიგანე, შედარებით სქელი ტუჩები, განვითარებული თმოვანი საფარველი, შედარებით ღია ფერის თმა, მკვეთრად პროფილირებული სახე და ჰორიზონტალური ან ოდნავ ზეაწეული ცხვირის ფუძე. დასავ. საქართველოს დანარჩენ ჯგუფებში – იმერლების, ლეჩხუმელების, არამაღალმთიანი რაჭველებისა და ასევე ზეგრელების, გურულების, აჭარლების არაშავიზღვისპირულ ჯგუფებში დადგენილია დას. ქართველთა ანთროპოლ. ტიპი რომელიც შავიზღვისპირულისაგან განსხვავდება ოდნავ ფართო სახით, უფრო მუქი თმით, ცხვირის გამოდრეკილ ფორმით, ცხვირის პორიზონტალური ფუძით და შედარებით სქელი ტუჩებით. აღმოსავლეთი საქართველოს ბარში ძირითადად ქართლელებისა და კახელების ჯგუფებში დადგენილია აღმ ქართველთა ანთროპოლ. ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უფრო ფართო შუბლი. ფართო ქვედა ყბა, შედარებით დაბალი სახე საშუალოზე მუქი თვალები და თმა, მკვეთრად გამოხატული წარბები და წვერი ცხვირის შედარებით ნაკლებ გამოდრეკილი ფორმები. მესხურ, ჯავახურ და ზოგიერთ ქართველურ ჯგუფებს შორის დადგენილია სამხრ.-ქართ. ტიპი მკვეთრი ბრაქიკეფალია. (მოკლე თავის ქალას მქონე. საპირისპიროა დოლიქოკეფალია გრძელი თავის ქალის მქონე დაბალი ტანი დაბალი და ვიწრო ცხვირი, საშუალოზე მუქი თმა. მკვეთრად გამოდრეკილი ცხვირი დაქანებული ფუძე, ხშირი წარბები და წვერი. საქართველოს მთიანეთში სვანების, რაჭველების, ხევსურების, მოხევვების, მთიულების, გუდამაყრელების, ფშაველების, თუშებისა და სხვა ჯგუფებში დადგენილია კავკასიონის ტიპი, რომელსაც ახასიათებს ბრაქიკეფალია თავისა და სახის დიდი ზომა მაღალი და ფართო ცხვირი, თხელი ტუჩები საშუალოზე მუქი თმა და სამუალოზე ღია ფერის თვალები.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9