კულტურულ-საგანმანათლებლო ნებაყოფლობითი ორგანიზაცია; დააარსეს მოწინავე ქართველებმა 1879 წ. თბილისში. საზოგადოების შექმნის იდეა ჩაისახა ვიწრო წრეში (კ. მამაცაშვილი, დ. ბაქრაძე, ი. გოგებაშვილი, ვ. თელაშვილი, ა. ფურცელაძე, ნ. ცხვედაძე, გ. მაღალაშვილი და სხვა). აღნიშნულმა წრემ დ. ყიფიანს, ნ. ცხვედაძეს, ი. გოგებაშვილსა და ვ. თელაშვილს დაავალა წესდების შედგენა და მის დამტკიცებაზე ზრუნვა. 1878 წ. 30 იანვარს გ. ორბელიანის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე წაიკითხეს წესდების პროექტი, რომლის წარმოდგენა კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში დაევალათ დ. ყიფიანს, ი. ი.ჭავჭავაძესა და ბ. ღოღობერიძეს, 1879 წ. 31 მარტის წესდებით საზოგადოება 1907 წ. მარტამდე მოქმედებდა. საზ-ბს პირველი (დამფუძნებელი) სხდომა გაიმართა 1879 წ. 15 მაისს. საზბისა და გამგეობის პირველ თავ-რედაირჩიეს დ. ყიფიანი, მოადგილედ – ილ. ჭავჭავაძე წევრებად – ნ. ცხვედაძე, ი. გოგებაშვილი, ი. მაჩაბელი, დ. სარაჯიშვილი და რ. ერისთავი. 1885 წ-დან საზ-ბას უცვლელად თავ-რეობდა ი. ჭავჭავაძე დიდი შრომა გასწია საზოგადოებამ ბათუმის ქართული სკოლის ორგანიზაციისათვის, რადგან იგი უნდა ყოფილიყო ქართული ენის საყრდენი და გამავრცელებელი ახლად შემოერთებული აქარის გამაჰმადიანებულ ქართულ მოსახლეობაში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სკოლების გახსნას ბორჩალოში საინგილოში, მესხეთ-ჯავახეთში. საზოგადოებამ მრავალი ქართული ხელნაწერი შეაგროვა ეკლესია-მონასტრებისაგან, ბევრი იყო კერძო შეწირულობაც, შედგა ძვირფასი მანუსკრიპტების მდიდარი ფონდი, ალ. ჭავჭავაძის შვილიშვილმა ა.დადიანმა საზოგადოებას შესწირა სამეგრელოს მთავართა ბიბლიოთეკა. საზ-ბის მუშაობაში დიდი ადგილი დავთმო ქართული სასკოლო სახელმღვანელოების შექმნასა და დაბეჭდვას, იბეჭდებოდა ი.გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“, „რუსკოე სლოვო“, გეოგრაფიის, ბუნებისმეტყველების, არითმეტიკის, საქართველოს ისტორიის და სხვა სახელმძღვანელოები. ქართული კლასიკური მწერლობის ნიმუშები მაშინდელ ქართველ მწერალთა თსზულებები, თარგმნილი ლიტერატურა. საზ-ის ინიციატივით დაარსდა ქართველ მოლღვაწეთა დიდუბის პანთეონი, დაიდგა ძეგლი ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად. 1893 წ. განჯიდან თბილისში გადმოასვენეს ნ. ბარათაშვილის ნეშტი; 1895. წ. მოეწყო საქართველოში პირგელი ითუბილე რაფიელ ერისთავის სამწერლო მოღვაწეობის 50-ე წლისთავზე; აღინიშნა ა. პუშკინის დაბადების 100 წლისთავის იუბილე; მარი ბროსეს დაბადების 100-ე წლისთავი. ქ. შ. წ--ე: გ: საზოგადოებამ ცარიზმის სასტიკი რეჟიმის დროს იღვაწა ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, მწერლობისა და საერთოდ კულტ. ტრადიციათა არა მხოლოდ დასაცავად, არამედ გასავითარებლადაც. 1922 წ-დან მას „წიგნის გამომცემელი და გამაგრცელებელი საზოგადოება“ უწოდეს, ხოლო 1926 წ. – „მწიგნობარი“, 1927 წ. 24 აპრილს საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3