თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რვატომიანი აკადემიური ლექსიკონი (I950-1964) წ.წ. მთავარი რედაქტორი არნ. ჩიქობავა). შეიცავს 112949 სიტყვას. ლექსიკონზე მუშაობა დაიწყო 1945 წ ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორიაში პირველად, მასში მოცემულია სისტემური დოკუმენტაცია. ლექსიკონ– შეიქმნა სადოკუმენტაციო ფონდი -– XIX ს. და თანამედროვე ქართველი მწერლების თხზულებებიდან ამოწერილი სიტყვების კართოტეკა (იგი განუწყვეტლიე ივსება; 1982 წ-თვის შეიცავდა 3 მილიონ ბარათს). ძირითადი ლექსიკოგრაფიული სიახლეა ის, რომ ლექსიკონში ზესები შეტანილია აწმყოსა და მყოფადის ფუძით, რამაც შესაძლებელი გახადა სრულად ყოფილიყო წარმოდგენილი ქართული ზენის სიმდიდრე (მოქმედებითი და ესებითი გეარი, სასუბიექტო და საო-ბიექტო ქცევა, კაუზატივი). ამით ქართ. ფენამ ლექსიკონში დაიკავა ის ადგილი, რომელიც მას ეკუთვნის ქართულ მეტყველებაში ლექსიკონის დამუშავებაში ენათმეცნიერთა გარდა მონაწილე მწერლები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. ქ. ქ. გ. ლ.-ის გამოცემა აღინიშნა სახელმწიფო პრემიით 1986 წ. გამოიცა ერთტომეული).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3