ერთი ჩარჩოთი შემოფარგლული, ლექსნარევი პროზით დაწერილი არაკების კრებული მთელ მსოფლიოში გავრცელებული მოარული სიუჟეტი ლომის, ხარისა და ორი ტურის (ქილილა და დამანა) შესახებ. იგი ქართულად თარგმნილია სპარსულიდან (ჰუსაენ ვაეზ ქაშეფი) ჯერ კიდევ კლასიკურ ეპოქაში, მაგრამ ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი თარგმნის პირველი ცდა ეკუთენის თეიმურაზ I-ის მამას დავით I-ს, რომელმაც თარგმნა დასაწყისი ნაწილი „კუ და მორიელის“ არაკამდე. ვახტანგ VI-ის ბრძანებით ძეგლის თარგმნა განაგრძო ანონიმმა სპარსელებმა (თბილისში), შემდეგ კი ანონიმმა სომეხმა ისპაჰანში. მათი თარგმნის ენა პრიმიტიულია, თხრობა – შემოკლებული, მხატვრული ოსტატობა დაბალი, „ქილილა და დამანას“ პირველი რედაქციის გამართვა შემდეგ სცადა თვით ვასტანგ VI-მ, მანვე დაიწყო პროზით გადმოღებული სტროფების გალექსვა. მაგრამ ქირმანში გადასახლებისას გადაწყვიტა სელახლა თავიდან ეთარგმნა „ანვარე სოპაილი“. თარგმანი „გასაჩალხად”“ გაუგზავნა ჯერ ონანა მდივანს, შემდეგ კი ს. ს. ორბელიანს (1717 წ.). ონანამ მხოლოდ ლექსები გააწყო, ხოლო საბამ ძირფესვიანად გადაამუშავა მთელი ტექსტი, როგორც პოეტური, ისე პროზაული. თხხულების ეს მესამე რედაქცია კანონიკურ ტექსტად არის მიჩნეული, გამოცემულია 3- ჯერ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3