ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც ჰქონდა ლომის თავ-მკერდი და გველეშაპის ბოლო, ან სამი თავი: ლომის, თხის და დრაკონის. ჰესიოდეს მიხედვით ეს საზარელი უწმინდური გუდავს და სპობს ყოველ ცოცხალ არსებას, აპარტახებს ქვეყანას. მითის მიხედვით იგი გაზარდა მეფე ამისუდაროსმა და ბელეროფონტმა მოკლა ფრთოსანი რაშის პეგასის, დახმარებით. არაა სწორი „ქიმერები“. ურჩხული ქ. ერთია. ხელოვნებაში ამ სახეს თვალსაწინო ადგილი უჭირავს. გამოსახულია ბრინჯაოს თასებზე. გოტიკურ ტაძართა სამკაულია ყოველდღიურ მეტყველებაშო საზღაპრო ურჩხული, ფანტაზიის დაუჯერებელი ნაყოფი, მაცდური რამ სახე.
- „მთვარე ჯერ არ ამოსულიყო. ქიმერებივით მოსჩანდნენ დაუჯერებელი ცაცხვების სილუეტები“.