წელთაღრიცხვის ძველი სისტემა, რომელიც მიღებული იყო ქრისტიანულ ქვეყნებში. კერპოდ, საქართველოში„ ქართული ქორონიკონის ციკლი ანუ მოქცევა შეიცავდა 532 წელს. „ხოლო იყო გარდაცუალებაი წეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი რიცხუსა წელიწადთა მისთასა ახდა მეორესა წელსა, ქორონიკონსა ოთხმეოცდაერთსა. არამედ გარდაცვალებითგან მისით დაიწერა ცხოვრებაი ესე მისი შემდგომად ოთხმეოცდაათისა წლისა დასაბამითგან გარდასულთა წელთა ექუს ათას სუთას ორმეოცდამეათოთხმეტისა წელსა” („გრიგოლ სანძთელის ცხოვრება). ქართული „ქორონიკონით“ სამყაროს შექმნიდან 12 მოქცევა (ციკლი) დამთავრდა 700 წელს. „ქორონიკონსა ოთხმეოც და ერთსა“ რომ დღევანდელ სისტემაზე გადავიყვანოთ, ქორონიკონის წელთა რაოდენობას 780. 81+78=861, ე. ი გრიგოლი გარდაიცვალა 861 წელს. .,„შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა ქორონიკონის კენტი და ლუწი” (ი. გრიშ.). იხ. წელთაღრიცხვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3